Tuesday, April 23, 2013
Friday, February 8, 2013
როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული ტექსტი, ისე, რომ აღარ დაგვავიწყდეს
მოსგვლიათ, როდესაც წიგნს / ჟურნალს / სტატიას კითხულობთ და ფიქრებში გაერთობით, შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ბოლო რამდენიმე წამში წაკითხული ტექსტი საერთოდ აღარ გახსოვთ? დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჰქონია ეს პრობლემა, რაღაც დოზით მაინც. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება, ამისთვის არსებობს რამოდენიმე რჩევა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ.
Wednesday, December 19, 2012
Wednesday, November 14, 2012
Wednesday, August 8, 2012
მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი უკვე 21 წლისაა
დრო სწრაფად გადის. მსოფლიოში პირველი საიტი 21 წლისაა (ის შეიქმნა 6 აგვისტოს). სწორედ info.cern.ch-ის მაგალითზე ახსნა მისმა შემქმნელმა ტიმ ბერნერს-ლიმ, თუ როგორ შეუძლია იმუშაოს და გამოიყურებოდეს HTML. მაგრამ არ იჩქაროთ მოცემულ ბმულზე გადასვლა და საიტის თქვენი თვალით ნახვა. პირველი საიტის შემადგენლობა შეიცვალა, ის ახლა თითქმის თანამედროვედ გამოიყურება. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ის 21 წლის წინ, მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
შეგიძლიათ შეადაროთ რა იყო და როგორია ის ახლა. 1991 წლის 6 აგვისტო სამუდამოდ შევიდა ტექნოლოგიის და მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. სწორედ მაშინ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი HTML-ზე CERN-ში, კომპიუტერზე NeXT. ჩვენს ეპოქას ხშირად ეძახან „ინფორმაციულს“, ამას უნდა ვუმადლოდეთ, მეცნიერებს, მკვლევარებს და ინჟინრებს, მათ შორის ტიმ ბერნერს-ლის.
საიტის პირველად ბმულზე შესაძლოა მოვიძიოთ იმ დროის საინტერესო დოკუმენტაცია, ასევე იმ ადამიანების სია ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. გასაგებია, რომ ტექნოლოგიები წინ მიიწევს, თუმცა მაინც საინტერესოა იმის ნახვა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
Thursday, April 26, 2012
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, სკოლის გამოსაშვები გამოცდების და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:
28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა);
2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.
2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
12 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
13 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების განრიგი:
2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები;
6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (VII-XII);
12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI);
18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა);
19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა.
2012 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების განრიგი:
21 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა როგორც მეორე ენა;
22 მაისი - უცხოური ენა;
23 მაისი - ისტორია;
24 მაისი - გეოგრაფია;
25 მაისი - ფიზიკა;
28 მაისი - ქიმია;
29 მაისი - ბიოლოგია;
30 მაისი - მათემატიკა.
საჭიროების შემთხვევაში სარეზერვო დღეები:
26 ან/და 27 მაისი;
31 მაისი.
Monday, April 23, 2012
კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტული ნაწილისა და ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის რეგისტრირებულ პედაგოგთა საყურადღებოდ!
საგამოცდო ბარათების მიღება შესაძლებელი იქნება შესაბამისი რაიონის საგნამანათლებლო რესურსცენტრში 25 აპრილიდან.
გამოცდა ტარდება 28 და 29 აპრილს. გამოცდის დაწყების ადგილი და დრო, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე.
Subscribe to:
Posts (Atom)

