დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

Monday, April 29, 2013

რა აღმოაჩინეს ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე


image

კუბას სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიის ფსკერზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე გიგანტური ქალაქია განლაგებული. ქალაქის ცენტრში სფინქსის რამდენიმე ქანდაკებაა განლაგებული.ასევე ოთხი უზარმაზარი პირამიდა.

Thursday, April 25, 2013

ჩვენ ვსწავლობთ, ვმუშაობთ

II დონის ტრენინგი ქ თბილისის N141 საჯარო სკოლაში. ტრენინგის მსვლელობის დროს ააწყო მსმენელმა ფიქრია თედიაშვილმა.


Friday, February 8, 2013

როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული ტექსტი, ისე, რომ აღარ დაგვავიწყდეს



image

მოსგვლიათ, როდესაც წიგნს / ჟურნალს / სტატიას კითხულობთ და ფიქრებში გაერთობით, შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ბოლო რამდენიმე წამში წაკითხული ტექსტი საერთოდ აღარ გახსოვთ? დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჰქონია ეს პრობლემა, რაღაც დოზით მაინც. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება, ამისთვის არსებობს რამოდენიმე რჩევა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ.



Wednesday, December 19, 2012

Wednesday, August 8, 2012

მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი უკვე 21 წლისაა


დრო სწრაფად გადის. მსოფლიოში პირველი საიტი 21 წლისაა (ის შეიქმნა 6 აგვისტოს). სწორედ info.cern.ch-ის მაგალითზე ახსნა მისმა შემქმნელმა ტიმ ბერნერს-ლიმ, თუ როგორ შეუძლია იმუშაოს და გამოიყურებოდეს HTML. მაგრამ არ იჩქაროთ მოცემულ ბმულზე გადასვლა და საიტის თქვენი თვალით ნახვა. პირველი საიტის შემადგენლობა შეიცვალა, ის ახლა თითქმის თანამედროვედ გამოიყურება. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ის 21 წლის წინ, მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
შეგიძლიათ შეადაროთ რა იყო და როგორია ის ახლა. 1991 წლის 6 აგვისტო  სამუდამოდ შევიდა ტექნოლოგიის და მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. სწორედ მაშინ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი HTML-ზე CERN-ში, კომპიუტერზე NeXT. ჩვენს ეპოქას ხშირად ეძახან „ინფორმაციულს“, ამას უნდა ვუმადლოდეთ, მეცნიერებს, მკვლევარებს და ინჟინრებს, მათ შორის ტიმ ბერნერს-ლის.
საიტის პირველად ბმულზე შესაძლოა მოვიძიოთ იმ დროის საინტერესო დოკუმენტაცია, ასევე იმ ადამიანების სია ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. გასაგებია, რომ ტექნოლოგიები წინ მიიწევს, თუმცა მაინც საინტერესოა იმის ნახვა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.