დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

Wednesday, October 1, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 21-23 ნოემბერს აწყობს საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას. კონფერენციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აცნობიერებენ ტექნოლოგიების და ინოვაციების მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებასა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში.

Monday, August 18, 2014

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!


მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტიუდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთიუკავშირდება იესო ქრისტესამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდსფერისცვალების შესახებმოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრეიაკობი და იოანე და მათთან ერთადთაბორის მთაზე ავიდა სალოცავადსანამ მაცხოვარი ლოცულობდადაღლილ მოწაფეებსჩაეძინათგაღვიძებისას ნახესრომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშესხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზეხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებითშემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენრომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა დატანჯვის შესახებ საუბრობდნენრომლებიც მას იერუსალიმში მოელოდაამის მნახველიმოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთწამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფადა ვქმნეთ აქა სამ ტალავარერთი შენდა,ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელიდაადგა მათხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელირომელიმე სათნო ვიყავმაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ,მათთან იესო მივიდახელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7).როდესაც მათ მიმოიხედესმოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისიღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივიშეუქმნელიმარადიულინათელიუფრო ბრწყინვალედა წმიდავიდრე მზის სხივებინათელირომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით,ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდამოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიულისიცოცხლის საიდუმლოანუ ის სიცოცხლის საიდუმლორომელიც მარადიულადააგაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

Tuesday, July 29, 2014

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში

განათლება, ინტერვიუ, მანანა ქველიაშვილი გაზეთი ბათუმელები თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა, როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები ამ სქემაში და რა ბედი ელით იმ მასწავლებლებს, ვინც უკვე გაიარა სერტიფიცირება. „ბათუმელები“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორს კახა ჟღენტს...

ნახეთ სრულად....

Wednesday, May 28, 2014

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!


ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.