Friday, November 8, 2013
Sunday, November 3, 2013
Friday, October 25, 2013
სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვს აღარ მიიღებს?
Wednesday, September 25, 2013
Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი
კონკურსის “Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“ მონაწილეებისთვის ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება ინტერნეტ საკონსულტაციო შეხვედრა.
დასწრების ინსტრუქცია: http://sdrv.ms/19DiOql
შეხვედრის ბმული: https://join.microsoft.com/ meet/a-shotam/WY8DR084
Tuesday, September 24, 2013
2013 წლის გამოსაშვები გამოცდები - განრიგი
გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ცენტრალიზებულად, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით (CAT) ჩატარდება.
პირველ საგამოცდო დღეს, 09:00 საათზე მეთორმეტეკლასელები გეოგრაფიის დავალებებზე დაიწყებენ მუშაობას. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.
გამოცდების დაწყებამდე ყველა მოსწავლე საკუთარ სკოლაში მიიღებს საგამოცდო ბარათს, რომელზეც მითითებულია 4-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.
მოსწავლე მითითებულ დღეს და საათზე უნდა გამოცხადდეს შესაბამის სკოლაში და გაიაროს რეგისტრაცია. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა და კალამი. დასაშვებია მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთებისა და პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა.
2013 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი:
12 ოქტომბერი - გეოგრაფია;
13 ოქტომბერი - ფიზიკა;
14 ოქტომბერი - ბიოლოგია;
15 ოქტომბერი - ქიმია.
Friday, September 6, 2013
პედაგოგთა სერთიფიცირების გამოცდას პრაქტიკული ნაწილიც დაემატება
Monday, August 26, 2013
კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაცი ური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, მათ შორის იმათ, ვისაც წინა კონკურსებში ჰქონდათ წარდგენილი. შესაძლებელია იგივე პროექტებით მონაწილეობა (შერჩევისას არ იქნება გათვალისწინებული წინა შეფასებები). კონკურსში გამარჯვება საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული განვითარების პროგრესული მეთოდოლოგიის პროგრამაში, რომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც გულისხმობს. Microsoft-ი მოგაწვდით ხელსაწყოებს და მხარდაჭერას, რაც თქვენი კოლეგების მენტორობაში დაგეხმარებათ.
Microsoft-ი გლობალური მასშტაბით შეარჩევს მასწავლებლებს. პროგრამის შერჩეული მონაწილე გაემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე ბარსელონაში, სადაც შეხვდება Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21-ე საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის. წელიწადში ერთხელ Microsoft-ი იწვევს ინოვაციური მასწავლებლების და ინოვაციური სკოლის პროგრამებში მონაწილეებს ენერგიულ და თანამშრომლობით კონფერენციაზე. ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები, სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილეობისთვის მასწავლებელმა უნდა
1. წარმოადგინოს განხორციელებული სასწავლო პროექტი. მიიღება ის პროექტებიც, რომლებიც უკვე წარმოდგენილი იყოს წინა კონკურსებში (შეფასება ხდება თავიდან).
2. შეავსოს აპლიკაცია
3. შექმნას 2-3 წუთიანი ვიდეო თავისი პროექტის შესახებ
4. ყველაფერი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ონლაინ, პორტალზე pil-network.com ( ინსტრუქცია იხ. ფაილში)
ვადები
· აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2013
· მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებულების გამოვლენა: 5 ნოემბერი, 2013
· მსოფლიო ფორუმი: 11-14 მარტი, 2013. ბარსელონა, ესპანეთი.
Subscribe to:
Posts (Atom)




