დრო სწრაფად გადის. მსოფლიოში პირველი საიტი 21 წლისაა (ის შეიქმნა 6 აგვისტოს). სწორედ info.cern.ch-ის მაგალითზე ახსნა მისმა შემქმნელმა ტიმ ბერნერს-ლიმ, თუ როგორ შეუძლია იმუშაოს და გამოიყურებოდეს HTML. მაგრამ არ იჩქაროთ მოცემულ ბმულზე გადასვლა და საიტის თქვენი თვალით ნახვა. პირველი საიტის შემადგენლობა შეიცვალა, ის ახლა თითქმის თანამედროვედ გამოიყურება. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ის 21 წლის წინ, მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
შეგიძლიათ შეადაროთ რა იყო და როგორია ის ახლა. 1991 წლის 6 აგვისტო სამუდამოდ შევიდა ტექნოლოგიის და მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. სწორედ მაშინ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი HTML-ზე CERN-ში, კომპიუტერზე NeXT. ჩვენს ეპოქას ხშირად ეძახან „ინფორმაციულს“, ამას უნდა ვუმადლოდეთ, მეცნიერებს, მკვლევარებს და ინჟინრებს, მათ შორის ტიმ ბერნერს-ლის.
საიტის პირველად ბმულზე შესაძლოა მოვიძიოთ იმ დროის საინტერესო დოკუმენტაცია, ასევე იმ ადამიანების სია ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. გასაგებია, რომ ტექნოლოგიები წინ მიიწევს, თუმცა მაინც საინტერესოა იმის ნახვა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.