კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის/სოფლის/ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებმა მოკვლეული ინფრომაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოადგინონ ბლოგის სახით.
ბლოგებში სასურველია, ჩანდეს ორი ძირითადი მიმართულების ინფორმაცია: 1. ლოკალური გარემოს ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა, თავისებურებები, რაც მოიცავს რაიონის/სოფლის/ქალაქის შესახებ ინფორმაციის ფართო სპექტრს: გარემოს დაცვითი, ეკონომიკური, სოციალური საკითხები; ადათ-წესები, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები და სხვა, 2. დღეს არსებული პრობლემები და საჭიროებების ანალიზი. სასურველია მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა გარემოს პერსპექტივებისა და მომავალი განვითარების კუთხით.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის 3-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდს;
- საკონკურსო მასალების შემუშავებაში უნდა მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობა დასაშვებია გუნდისთვის სწორი მიმართულებების მისაცემად;
- ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უშუალოდ იმ რაიონის/სფლის/ქალაქის შესახებ, სადაც ცხოვრობენ კონკურსანტები;
- ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია („ჩვენ შესახებ“), რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონკურსანტების შესახებ (ასევე საკონტაქტო ინფორმაცია);
- თითოეული სკოლა სამინისტროში წარმოადგენს 1 ან 2 საუკეთესო ნამუშევარს; ბლოგების ელექტრონულ მისამართი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით: konkursebi@mes.gov.ge; ელ-ფოსტის (“subject”) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სკოლის სრული სახელწოდება;
- სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ პირველ ეტაპზე შერჩეული ბლოგების ავტორები სამინისტროში გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.
- გამარჯვებულების რაოდენობას და დაჯილდოების პრინციპს შეიმუშავებს საკონკურსო კომისია. (გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუარებით);
ბლოგების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ბლოგის სტრუქტურა;
2. კვლევითი კომპონენტი და სხვადასხვა სახის კომპონენტების შერჩევა - სისტემატიზაცია;
3. არსებული პრობლემების იდენტიფიცირების ადექვატურობა და გადაჭრის გზების ეფექტურობა;
4. მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი;
5. გამოყენებული წყაროები და ბიბლიოგრაფია;
6. ვებგვერდის/ბლოგის დიზაინი და ჩაშენებული მოდულები;
კონკურსის ჩატარების ვადები
- ბლოგების მოსამზადებელი სამუშაოები - 21 ოქტომბერი - 11 ნოემბერი;
- სკოლების მიერ საუკეთესო ბლოგების შერჩევა -არაუგვიანეს 13 ნოემბრისა;
- სკოლების მიერ სამინისტროში საკონკურსო მასალის გადმოგზავნა - არაუგვიანეს 15 ნოემბრისა;
- სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ I ეტაპზე შერჩეული ბლოგების გამოვლენ ა-25 ნოემბრისა;
- I ეტაპზე გამარჯვებული ბლოგების პრეზენტაციები -2-3 დეკემბერი;
- საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა - 4 დეკემბერი.
კონკურსის ორგანიზტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველო. ტელ: 231 89 40 (შიდა ნომრები 1187, 1177);