დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

სერთიფიცირების პირობები


მასწავლებელი სერტიფიკატს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ სრულად წარმოადგენს II, III და IV მოდულით განსზღვრულ დავალებებს და გაცდენების რაოდენობა არ აღემატება სამ ტრენინგ-დღეს.

მასწავლებელი II მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმის ელექტრონულ ვერსიას (გაკვეთილის თემა, გაკვეთილის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შეფასების სქემა, საჭირო სასწავლო მასალები და რესურსები, გაკვეთილის მსვლელობის აღწერა);
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი (შეფასების ცხრილი, საპრეზენტაციო ფაილი, აუდიო/ვიდეო მასალა, ციფრული რესურსის მისამართი და ..).

მასწავლებელი III მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის ელექტრონულ ვერსიას (პროექტის თემა/იდეა, მნიშვნელობა/აქტუალობა, მიზნები/შედეგები, შეფასების სქემა, საჭირო რესურსი/მასალა, პროექტის მსვლელობის აღწერა);
სასწავლო პროექტს თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი.

მასწავლებელი IV მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
დამუშავებულ გაკვეთილის გეგმას, შესაბამისი ციფრული სასწავლო მასალით, განათავსებს საგანამათლებლო რესურსების ელექტრონულ საცავში - http://lemill.net.
პირად ელექტრონულ პორტფოლიოს, დამუშავებული გაკვეთილის გეგმითა და სასწავლო პროექტით, განათავსებს პირად ბლოგზე/საიტზე.
>- სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება

- ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები

- სასწავლო პროექტის დაგეგმვა

- ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში

- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

- სასწავლო პროექტის შეფასება

მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3 სთ.)

- მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები

- მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი

- პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით

No comments:

Post a Comment