2014 წლის 20 თებერვალს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას
კონფერენციის თემა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის
მიზნობრივი ჯგუფი: თბილისი და რუსთავის სკოლების მასწავლებლები.
კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.