დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

Wednesday, December 19, 2012

Wednesday, August 8, 2012

მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი უკვე 21 წლისაა


დრო სწრაფად გადის. მსოფლიოში პირველი საიტი 21 წლისაა (ის შეიქმნა 6 აგვისტოს). სწორედ info.cern.ch-ის მაგალითზე ახსნა მისმა შემქმნელმა ტიმ ბერნერს-ლიმ, თუ როგორ შეუძლია იმუშაოს და გამოიყურებოდეს HTML. მაგრამ არ იჩქაროთ მოცემულ ბმულზე გადასვლა და საიტის თქვენი თვალით ნახვა. პირველი საიტის შემადგენლობა შეიცვალა, ის ახლა თითქმის თანამედროვედ გამოიყურება. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ის 21 წლის წინ, მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.
შეგიძლიათ შეადაროთ რა იყო და როგორია ის ახლა. 1991 წლის 6 აგვისტო  სამუდამოდ შევიდა ტექნოლოგიის და მთელი ცივილიზაციის ისტორიაში. სწორედ მაშინ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი HTML-ზე CERN-ში, კომპიუტერზე NeXT. ჩვენს ეპოქას ხშირად ეძახან „ინფორმაციულს“, ამას უნდა ვუმადლოდეთ, მეცნიერებს, მკვლევარებს და ინჟინრებს, მათ შორის ტიმ ბერნერს-ლის.
საიტის პირველად ბმულზე შესაძლოა მოვიძიოთ იმ დროის საინტერესო დოკუმენტაცია, ასევე იმ ადამიანების სია ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. გასაგებია, რომ ტექნოლოგიები წინ მიიწევს, თუმცა მაინც საინტერესოა იმის ნახვა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.

Thursday, April 26, 2012

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, სკოლის გამოსაშვები გამოცდების და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 
2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა);
2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.



2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

12 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
13 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.


2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების განრიგი:

2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები;
6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (VII-XII);
12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI);
18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა);
19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა. 



2012 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების განრიგი:

21 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა როგორც მეორე ენა;
22 მაისი - უცხოური ენა;
23 მაისი - ისტორია;
24 მაისი - გეოგრაფია;
25 მაისი - ფიზიკა;
28 მაისი - ქიმია;
29 მაისი - ბიოლოგია;
30 მაისი - მათემატიკა.

საჭიროების შემთხვევაში სარეზერვო დღეები:
26 ან/და 27 მაისი;
31 მაისი.


Monday, April 23, 2012

კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტული ნაწილისა და ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის რეგისტრირებულ პედაგოგთა საყურადღებოდ!


საგამოცდო ბარათების მიღება შესაძლებელი იქნება შესაბამისი რაიონის საგნამანათლებლო რესურსცენტრში 25 აპრილიდან.
გამოცდა ტარდება 28 და 29 აპრილს. გამოცდის დაწყების ადგილი და დრო, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე.


Thursday, April 12, 2012

ინგლისური-კომპიუტერის გამოცდა

ინგლისურის და კომპიუტერის ინტეგრირებული ტესტის შინაარსობრივი და სტრუქტურული მახასიათებლები ნახეთ:



http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/ing-da-komp-gamocdis-formati-2012.pdf



ინგლისურის და კომპიუტერის ინტეგრირებული ტესტის ნიმუში 


http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/ing-da-komp-testis-nimushi.pdf

Thursday, March 29, 2012

პედაგოგთა ტრენინგები


 29 მარტს, დაიწყო პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიში, გლდანი ნაძალადევის რაიონის სკოლებისთვის №177 საჯარო სკოლაში.



Monday, March 5, 2012

პედაგოგთა ტრენინგები


 22 თებერვალს, დაიწყო პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიში, გლდანი ნაძალადევის რაიონის სკოლებისთვის;
I ჯგუფი - №115 საჯარო სკოლა;
II ჯგუფი - № 173 საჯარო სკოლა

Thursday, January 19, 2012

ინფორმაცია ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის შესახებ


ინფორმაცია ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის შესახებ
გამოცდების ეროვნული ცენტრი სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდას აპრილში ჩაატარებს.
რეგისტრაცია იწარმოებს 21 თებერვლიდან 25 მარტამდე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.