განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“ , რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, მათ შორის იმათ, ვისაც წინა კონკურსებში ჰქონდათ წარდგენილი. შესაძლებელია იგივე პროექტებით მონაწილეობა (შერჩევისას არ იქნება გათვალისწინებული წინა შეფასებები). კონკურსში გამარჯვება საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული განვითარების პროგრესული მეთოდოლოგიის პროგრამაში, რომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც გულისხმობს. Microsoft-ი მოგაწვდით ხელსაწყოებს და მხარდაჭერას, რაც თქვენი კოლეგების მენტორობაში დაგეხმარებათ.

კონკურსში მონაწილეობისთვის მასწავლებელმა უნდა
1. წარმოადგინოს განხორციელებული სასწავლო პროექტი. მიიღება ის პროექტებიც, რომლებიც უკვე წარმოდგენილი იყოს წინა კონკურსებში (შეფასება ხდება თავიდან).
2. შეავსოს აპლიკაცია
3. შექმნას 2-3 წუთიანი ვიდეო თავისი პროექტის შესახებ
4. ყველაფერი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ონლაინ, პორტალზე pil-network.com (ინსტრუქცია იხ. ფაილში)
ვადები
· აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2013
· მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებულების გამოვლენა: 5 ნოემბერი, 2013
· მსოფლიო ფორუმი: 11-14 მარტი, 2013. ბარსელონა, ესპანეთი.