დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

კურსის შესახებ



კურსის მიზანი

ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.

წინა-საკვალიფიკაციო მოთხოვნა

იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:(სტანდარტებიდან საბაზო დონის მოთხოვნები)

კურსის ხანგრძლივობა

კურსი მოიცავს 4 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი.

მეთოდები

კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.

პროგრამული უზრუნველყოფა

MS-Office 2007
ინტერნეტ ბრაუზერი
GOOGLE
ინსტრუმენტები (საიტი, დოკუმენტების, ბლოგი)

კურსის შედეგები

კურსის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილე
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
o
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
o
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
o
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
o
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
o
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.)
სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.)

სერტიფიცირების პირობები:

მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო



კურსი 39 საათისაგან შედგება, რომელიც 13 სამსაათიან დღედაა დაყოფილი და მოიცავს 4 მოდულს.


ტრენინგის აღწერა

მოდული I. კურსის შესავალი (3 სთ.)


- კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება

- სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა

- მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში

- სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები

- სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი)

მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)

- გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება

- ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები

- გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC)

- გაკვეთილის დაგეგმვა

- ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში

- გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა,

სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება

- სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით

- სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით

- გაკვეთილის შეფასება

მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.) 

- სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება

- ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები

- სასწავლო პროექტის დაგეგმვა

- ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში

- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

- სასწავლო პროექტის შეფასება

მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3 სთ.)

- მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები

- მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი

- პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით