„კვლევების თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის. ამ ასაკის ბავშვის საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არ არის.“
შესაძლოა, 5 წლის ასაკის ბავშვი სკოლაში აღარ მიიღონ. განათლების და მეცნიერების სამინისტრო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშობს. როგორც Aris.ge-განათლებას მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა, ცვლილებები შეეხება როგორც სერთიფიცირებული პედაგოგების სტატუსს, ასევე, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანას.
გიგაურის თქმით, სკოლაში მოსწავლის მისაღები ასაკი კანონი განსაზღვრული იქნება.
ქალბატონო ლია, რას გულისხმობს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები?
პრაქტიკულად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2015 წლისთვის სერთიფიცირებული პედაგოგები არ გვეყოლება. ეს მუხლი კანონში აღარ იქნება. შესაბამისად, ვმუშაობთ პედაგოგთ პროფესიული გადამზადების ახალ სქემაზე.
რაც შეეხება სკოლაში 5 წლის ასაკში ბავშვის მიღები წესს, კანონით ასაკი შეიზღუდება თუ არა?
სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის განსაზღვრა მოხდება. ამ ეტაპზე, სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვს იღებს, რადგან ეს დაშვებულია, მაგრამ ასაკთან დაკავშირებით კანონში ცვლილებას შევიტანთ. ამჟამად, ამ თემას განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით ორი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგების თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის, ამ ასაკის ბავშვის საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არ არის. ფოკუს-ჯგუფებში ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ.
|