დაიწყო ისტ ტრენინგებზე რეგისტრაცია

Wednesday, October 1, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 21-23 ნოემბერს აწყობს საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას. კონფერენციაზე ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აცნობიერებენ ტექნოლოგიების და ინოვაციების მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებასა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში.

Monday, August 18, 2014

გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!


მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტიუდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთიუკავშირდება იესო ქრისტესამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდსფერისცვალების შესახებმოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრეიაკობი და იოანე და მათთან ერთადთაბორის მთაზე ავიდა სალოცავადსანამ მაცხოვარი ლოცულობდადაღლილ მოწაფეებსჩაეძინათგაღვიძებისას ნახესრომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშესხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზეხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებითშემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენრომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა დატანჯვის შესახებ საუბრობდნენრომლებიც მას იერუსალიმში მოელოდაამის მნახველიმოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთწამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფადა ვქმნეთ აქა სამ ტალავარერთი შენდა,ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელიდაადგა მათხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელირომელიმე სათნო ვიყავმაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ,მათთან იესო მივიდახელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7).როდესაც მათ მიმოიხედესმოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისიღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივიშეუქმნელიმარადიულინათელიუფრო ბრწყინვალედა წმიდავიდრე მზის სხივებინათელირომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით,ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდამოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიულისიცოცხლის საიდუმლოანუ ის სიცოცხლის საიდუმლორომელიც მარადიულადააგაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

Tuesday, July 29, 2014

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში

განათლება, ინტერვიუ, მანანა ქველიაშვილი გაზეთი ბათუმელები თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა, როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები ამ სქემაში და რა ბედი ელით იმ მასწავლებლებს, ვინც უკვე გაიარა სერტიფიცირება. „ბათუმელები“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორს კახა ჟღენტს...

ნახეთ სრულად....

Wednesday, May 28, 2014

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!


ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

Saturday, May 3, 2014

ქართველი კიბერ-მეცნიერის უნიკალური გამოგონება – მალე ქართველები კომპიუტერში ტექსტის აკრეფას ჩვენი ხმით შევძლებთ

ქართველი კიბერ-მეცნიერის უნიკალური გამოგონება – მალე ქართველები კომპიუტერში ტექსტის აკრეფას ჩვენი ხმით შევძლებთ
ირაკლი ქარდავა – ქართველი კიბერ-პროგრამისტი, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ადამიანი, რომელიც მალე საკუთარი პროგრამის წყალობით ქართულ კიბერ-ისტორიაში შევა. მარტივად რომ ვთქვათ, მის მიერ შექმნილი პროგრამით “ვირტუალურ საქართველოს” შესაძლებლობა ექნება “Google-Voice“-ის სისტემის ნაწილი გახდეს, კიდევ უფრო მარტივად კი… წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კომპიუტერს არც მაუსი დასჭირდება და არც კლავიატურა და მასში ტექსტები ხმოვანი, ანუ თქვენს მიერვე წაკითხული ფორმით აიკრიფება… მოკლედ ყველაფერი გენიალური მარტივია.


Saturday, February 8, 2014

პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიში N175 საჯარო სკოლაში

8 თებერვალს დაიწყო პედაგოგთა II დონის ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიშიგლდანი-ნაძალადევის რაიონის  №175  საჯარო სკოლის პედაგოგთათვის.



Friday, February 7, 2014

Google-ში ძიების 9 ხერხი

1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა
2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული.
3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა.
4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა, რომელიმე წინადადებაში
5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს.
6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან
7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე
8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები
9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე


 . . . . . . . . .