მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ისტ-ის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ტრენინგები დაიწყო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დიწყო ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა ტრენინგი “ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“.
პირველ ეტაპზე ტრენინგს გაივლიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ემზადებიან 2016 წლის იანვარში დაგეგმილი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად.
სატრენინგო პროგრამა ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგებისსაგნობრივი ცოდნის გაღრმავებას. ასევე ითვალისწინებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული საგნის გამოცდისთვის მომზადებაში ხელშეწყობას.
ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.
ტრენინგები საქართველოს 8 ქალაქში - თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და აბაშაში ჩატარდება.
სრული ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 2 200 220 (49-58)
წყარო: http://tpdc.ge/?action=news&lang=geo&npid=494
მოგესალმებით, მაინტერესებს მოძრავი სტრიქონი როგორ ჩასვით.ორიოდე სიტყვით თუ არ შეწუხდებით
ReplyDelete